საქართველოს პრეზიდენტი ფრანგი ხალხის ტკივილს იზიარებს

© REUTERS / PASCAL ROSSIGNOLტერაქტის დგილი ნიცაში
ტერაქტის დგილი ნიცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის რომ ებრძოლო ტერორიზმს, აუცილებელია წვლილი შეიტანო მსოფლიო უსაფრთხოებაში.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საფრანგეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე. 

ტერორისტული შეტევის სედეგად, ტურისტულ ქალაქ ნიცასი 84 ადამიანი დაიღუპა. (მათ შორის ბავშვებიც არიან), კიდევ ორასამდე ადამიანი დაზიანდა. ხალხის მასაში, რომელიც ნიცის სანაპიროზე ფოიერვერკების საყურებლად იყო შეკრებილი, სატვირთო ავტომანქანა შევარდა. 

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს ქართველი ხალხის სახელით, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს", — თქვა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე გლობალურ უსაფრთხოებაში. 

ნიცა ტერორისტული შეტევის შემდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი საფრანგეთს სამძიმარს უცხადებს

საქართველომ ძალია ბევრი გააკეთა ამისათვის (გლობალური უსაფრთხოებისათვის —რედ. შენ.) და ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ცხელ წერტილში მსახურობენ სიცოცხლეს წირავენ ამისათვის. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა მოვუხადო ამისათვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0