საქართველოს პრემიერი საფრანგეთს სამძიმარს უცხადებს

© REUTERS / Eric Gaillardნიცა ტერორისტული შეტევის შემდეგ
ნიცა ტერორისტული შეტევის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასტილიის აღების დღეს ნიცაში მომხდარი ტერაქტი მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

ნიცაში ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — ბავშვები, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით.

„შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას”, — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ტერაქტის შემდეგ ნიცაში - Sputnik საქართველო
საფრანგეთის შსს: ნიცაში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ეროვნულ დღესასწაულს — ბასტილიის დღეს ზეიმობდა. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე, აღნიშნა პრემიერმა.

„მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგი აღმოჩნდა, წერს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ტელეარხმა iTele-მა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დამნაშავე, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, ფრანგმა პოლიციელებმა წვრილმანი დანაშაულისთვის არაერთხელ დააკავეს. შემოწმებისას ძალოვანებმა მისი კავშირი რადიკალებთან ვერ დაადგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0