თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი „აჭარის ტელევიზია“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური 6 ივლისის შემდეგ გახდა, როდესაც არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.
პატარაძეს 21 დეპუტატიდან მხარი 12-მა დაუჭირა. ცხრა დეპუტატმა ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო.
ზურაბ პატარაძე ბათუმელია. დაიბადა 1973 წელს. დღემდე ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.