ბურჯანაძე: სააკაშვილს კავშირი აქვს ოპოზიციონერის გატაცებასთან

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-სპიკერმა დამნაშავეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა. პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა სამი ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მაშინ ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის გატაცებასა და მასზე ანგარიშსწორებასთან კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო. 

საქმე 8 წლისა და 9 თვის შემდეგ გაიხსნა. პროკურატურამ გააკეთა განცხადება სამი თანამდებობის პირის ბრალეულობის შესახებ, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის, რომელიც იუსტიციის მინისტრი და ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო. ადეიშვილი სააკაშვილის თანამებრძოლი იყო. 

„დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ეს ვერ მოხდებოდა სააკაშვილის გარეშე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. არც ერთ ქვეყანაში, მხედველობაში მაქვს დიქტატორული ქვეყნები, როგორიც იყო საქართველო სააკაშვილის ხელში, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები პრეზიდენტის გარეშე არ მიიღება“, — უთხრა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. 

თავისი თანამებრძოლის ბრალდებებზე სააკაშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სააკაშვილმა და ადეიშვილმა ქვეყანა დატოვეს. დრეს სააკაშვილი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია, ადეიშვილი კი უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს უწევს. 

ინციდენტი კობა დავითაშვილთან დაკავშირებით, თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს, მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგების მსვლელობისას მოხდა. აქციის დარბევის დღეს, 7 ნოემბერს „სახალხო პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიიდან დაიკარგა. მეორე დღეს იგი გორის ჰოსპიტალში ნაცემი იპოვეს. მაშინ დავითაშვილმა განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს. 

გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ადეიშვილთან ერთად მიცემულია დავით კერესელიძე, რომელიც მაშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ედიშერ კობახიძე, რომელიც იმ დროს შემოსავლების სამსახურის სპეცრაზმის უფროსი იყო. 

ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. 

ქარსელაძე და კობახიძე თბილისში იმყოფებიან და აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0