ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა ყოფილ მთავარ პროკურორს 2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცებაში სდებს ბრალს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზურაბ ადეიშვილის — იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართა სამშობლოში მეექვსე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამჯერად მას ბრალად 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის გატაცება და ფიზიკური ანგარიშსწორება ედება.

ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა. ამჟამად ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება და მთავრობას კონსულტაციას უწევს.

დავითაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი 2007 წლის ნოემბერში მოხდა. 7 ნოემბერს, აქციის დარბევის დღეს, „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის ნაცემი ჰოსპიტალში იპოვეს.

საქმე 8 წლისა და 9 თვის შემდეგ გაიხსნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დავითაშვილის გატაცება ადეიშვილისა და დავით ქარსელაძის — ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მაშინდელი მოადგილის — ორგანიზებული იყო, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

ზურაბ ადეიშვილმა  დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს  გაეკონტროლებინათ თბილისის დიდი ბაზრობები, რათა ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე  აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი „ელიავას ბაზრობაზე“ 7 ნოემბერს მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ. სამართალდამცველებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა და, როგორც გამოძიება ამტკიცებს, მისგან მიიღო დავალება, რომ  თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის  და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში.

„კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი, ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს  გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე", — აღნიშნულია განცხადებაში.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით ქარსელაძე და ედიშერ კობახიძე.

ქარსელაძე და კობახიძე თბილისში იმყოფებიან და გამოძიებასთან თანამშრომლობენ, აღნიშნეს პროკურატურაში.

ყველა ახალი ამბავი
0