თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ამჯერად ძიება ადგენს ფაქტს, რომელიც 2004 წელს ადეიშვილისა (იმჟამად უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და მერაბიშვილის მიერ ბიზნესმენების, თეიმურაზ მეგრელიშვილისა და ზურაბ მოდებაძის კუთვნილი ღვინის ქარხანა „აკურის“ იძულებით დათმობას ეხება.
საუბარია სისტემურ დანაშაულზე მოქალაქეებისთვის ქონების ძალადობით ჩამორთმევის კუთხით, — განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.
კაციტაძემ აღნიშნა, რომ ამ სახის დანაშაულებში, ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართულები იყვნენ საქართველოს გენერალური პროკურატურა, უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და ეროვნული ბანკი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების“ მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.