საქართველო ლოკარნოს კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდისათვის“ იბრძოლებს

გამოწერა
ანნა სარუხანოვას ფილმი „დღის ბოლომდე“ ლოკარნოს კინოფესტივლზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ანნა სარუხანოვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დღის ბოლომდე" ლოკარნოს 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში Pardi di Domani წარადგინეს, რომელიც შვეიცარიაში 3-დან 13 აგვისტომდე გაიმართება, იტყობინება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. 

ამ კატეგორიაში აჯილდოვებენ „ოქროს ლეოპარდით“ და 10 ათასი შვეიცარული ფრანკით, და „ვერცხლის ლეოპარდით“ და 5 ათასი შვეიცარული ფრანკით. 

ფილმი 2 დის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც ბაბუის სახლში ამანათი მიაქვთ. კარი ღიაა, მაგრამ იგი სახლში არ არის. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ ამჯერად სახლისკენ გზა არ იხსნება. გოგონებმა უნდა მოიფიქრონ რა ქნან. 24 საათში ძველი ბინა მივიწყებული მოგონებების ადგილი ხდება.

ოსკარი - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ პრემიაზე წარსადგენად საქართველოში ფილმების შერჩევა დაიწყო

შარშან ამავე პროგრამაში (Pardi di Domani) გამარჯვებული და „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი ქართველი რეჟისორი დავით ფირცხალავა გახდა ფილმით "მამა".

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0