ჰანი: ევროკავშირმა ვიზები საქართველოსთვის, შესაძლოა, ოქტომბერში გააუქმოს

© FB/ Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი
გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ჯერი ახლა ევროკავშირზე მიდგა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი გახდება არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა.

სხვა საკითხებთან ერთად  ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ბათუმში ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ამას ემხრობა წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ასევე ევროპარლამენტი, რადგანაც საყოველთაოდ არის გაცნობიერებული და აღიარებული, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. ახლა დადგა დრო, როცა ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება. თუკი ამისთვის აუცილებელი გახდა დამატებითი ბიძგი, მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ," — განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ხანი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
იოჰანეს ჰანის ვიზიტი საქართველოში

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით ახორციელებს რეფორმებს.

„ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

იოჰანეს ჰანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება".

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0