თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს მე-13 საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა — სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“, რომელიც ბათუმში ჩატარდება.
ევროკავშირის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში 14 ივლისს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად ჩამოვა და ბათუმში დაგეგმილ მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო ევროპული გზა 2016“ სიტყვით გამოვა“, — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შეტყობინებაში.
ხანი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრს.
ევროკომისარის ვიზიტი საქართველოში 15 ივლისს დასრულდება.