თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხს შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობები თბილისში
საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგურები აჩუქა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო, იტყობინება გარმოს ეროვნული სააგენტო. 

ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც საქართველოს იაპონიის მთავრობამ აჩუქა,  დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება.

ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე განისაზღვრა

ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს.

სპეციალისტების მიერ მოხდება მონაცემების დამუშავება. ჰაერის სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება, აღნიშნული ტერიტორიები იაპონელი სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.


ყველა ახალი ამბავი
0