თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე განისაზღვრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი — გამონაბოლქვი გაზებია, მტვრის კონცენტრაცია დადგენილ ნორმას არც დედაქალაქში და არც ქვეყნის რეგიონებში არ აჭარბებს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ჰაერის დაბინძურების დონე თბილისსა და მთელ საქართველოში კრიტიკული არ არის, განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორშაბათს თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ - Sputnik საქართველო
ჰაერის დაბინძურების დონეს მთელს საქართველოში გაზომავენ

„თბილისსა და მთელ საქართველოში კატასტროფულად დაბინძურებული წერტილები არ არსებობს. ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია იმ ადგილებში, სადაც ავტოტრანსპორტის სიჭარბე შეინიშნება“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" ბაგრატიას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით თბილისში ჰაერის სისუფთავის მზომი ხელსაწყოები დამონტაჟდა.

„ჩვენ სხვადასხვა დამაბინძურებლის სინჯები ავიღეთ: აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებზე, ოზონისა და ბენზოლის… ინდიკატორული გაზომვების გარდა ჩვენ გვაქვს ფონური სადგურიცა და სტაციონარული დაკვირვების სამი პუნქტიც, რომელთა დახმარებითაც ვსწავლობთ ჰაერში მტვრის რაოდენობასა და სხვა მახასიათებლებს, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას იწვევს“, — აღნიშნა ბაგრატიამ.

შემოწმებამ აჩვენა, რომ ყველაზე სუფთა ჰაერი ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში და ვაჟა–ფშაველას გამზირზეა.

შედარებით სუფთა ჰაერია მელიქიშვილის გამზირზე, მეტრო „ისანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე (განსაკუთრებით, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან) და პარკ „მზიურის“ ცენტრალურ შესასვლელთან.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენა იგეგმება

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი — ავტომანქანებიდან გამონაბოლქვი გაზებია, მტვრის კონცენტრაცია დადგენილ ნორმას არც დედაქალაქში აჭარბებს და არც ქვეყნის რეგიონებში.
რაც შეხება კვლევის მეთოდოლოგიას, თბილისის 70 წერტილში სპეციალური მილაკებია დამაგრებული, რომლებიც დაბინძურებას ზომავს. ჰაერის სინჯების ანალიზი დიდი ბრიტანეთის სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მომავალში ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავს, რისთვისაც 2016 წელს დედაქალაქში თანამედროვე ლაბორატორია აიგება.

ყველა ახალი ამბავი
0