ჰაერის დაბინძურების დონეს მთელს საქართველოში გაზომავენ

© facebook.com/nea.georgiaსაქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ
საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონის დეტალური განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინციატივით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორები დამონტაჟდა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

ორი კვირის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, ნათქვამია განცხადებაში.

ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, თელავი და ა.შ.) დამონტაჟდა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონის დეტალური განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.


ყველა ახალი ამბავი
0