საქართველოში ტრანსცხიმებთან ბრძოლა იწყება

CC0 / Pixabay / ponce_photography / ცხიმი
ცხიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის დადგენილება, რომელიც საკვებ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობას ზღუდავს, 2017 წელს ამოქმედდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში საკვებ პროდუქტებში, მათ შორის მცენარეულ ცხიმებში, მარგარინში ტრანსცხიმების შემცველობის, აგრეთვე სარეალიზაციო საკვების მომზადების დროს მათი გამოყენების კონტროლი 2017 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

მთავრობის დადგენილებით, ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე აიკრძალება ტრანსცხიმების გამოყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვების საკვებში.

მანეკენები ვიტრინაში - Sputnik საქართველო
წარწერა: "გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება"- სამარცხვინოა

ტრანსცხიმები მიიღება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების ნაჯერ ცხიმებად გადამუშავებისას, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევა (მაგალითად, მარგარინი ან კულინარიული ცხიმები).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2011 წელს მოწოდებით გამოვიდა, რომ საერთოდ ითქვას უარი ტრანსცხიმების საკვებ პროდუქტებში გამოყენებაზე. ორგანიზაციის ცნობით, ტრანსცხიმების გამოყენება უშუალოდ არის დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სიმსივნის ზოგიერთი სახეობის წარმოქმნასთან.

ყველა ახალი ამბავი
0