სკოლის პედაგოგები ვიდეოგაკვეთილებს სურვილისამებრ დაესწრებიან

© FB/ Академия управленияალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის სრულყოფის მიზნით პედაგოგთა პროფკავშირთან კონსულტაციები გამართა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც სკოლის პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ნაწილია, ამიერიდან სავალდებულო არ იქნება, აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე.

მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული სქემა, რომელიც 2015 წლის თებერვალში ამოქმედდა, უნდა დაიხვეწოს.

„მასწავლებლების განვითარების სქემა, რომელიც ბოლო პერიოდში ინერგება, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი, საპილოტე მოსინჯვა ამ სქემისა, დასრულდა”, — თქვა ჯეჯელავამ.

ჯანდაცვის მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში პედაგოგთა 80%-მა ვერ შეძლო პროფესიული გამოცდების ჩაბარება

კვლევამ აჩვენა, რომ პედაგოგები სიახლეს, ძირითადად, მხარს უჭერენ.

„პირველად არის ჩვენ ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგთა პროფკავშირთან კონსულტაციები უკვე გაიარეს.

„გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ, არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რათა პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს“, — განაცხადა მინისტრმა.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ივნისში განათლების ახალმა მინისტრმა 2017-2023 წლების ახალი სასწავლო გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული.

ყველა ახალი ამბავი
0