სახელმწიფო „რთველი-2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მევენახეებს იქამდე დაეხმარება, სანამ საკმარისი გასაღების ბაზარი არ გაჩნდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც აპირებს, რათა მევენახეებს ყურძნის მთელი მოსავლის რეალიზებაში დაეხმაროს.

მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით: ადგილობრივი მეღვინეობის განვითარება, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა. მეორე – ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

რთველი - Sputnik საქართველო
პრემიერი: სად წავიდა მევენახეებისთვის განსაზღვრული თანხის ნაწილი?!

სუბსიდიის ოდენობა ყურძნის ჯიშზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„მინდა განვმარტო, რომ ჩვენ რესურსს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში, სანამ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გასულ წელს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა მინიმუმ 30 მლნ ლარი დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0