ლეონიდ ჩერნოვიცკიმ ესპანეთში შვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია უარყო

© FB/Leonid Chernovetskyiლეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის ყოფილი მერის ოჯახი ბარსელონას პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ლეონიდ ჩერნოვიცკიმ ესპანური პოლიცია ცილისწამებაში დაადანაშაულა.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი ამტკიცებს, რომ მისი შვილი სტეფანე დაკავებული არ არის, არამედ მას ესპანური პოლიცია კითხავს.

ბარსელონაში იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთ რესტორანში ფულის გათეთრებისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით სტაფანე ჩერნოვიცკისა და კიდევ ათი პირის დაკავების შესახებ რამდენიმე დღის წინ ყოველდღიური ესპანური გაზეთი El Mundo იუწყებოდა.

„ჩემი შვილი დაკავებული არ არის! ეს ტყუილია, ის თავის სახლში ბარსელონაში იმყოფება, და ამჟამად რომელიღაც ადამიანთან დაკავშირებით პოლიციის კითხვებს პასუხობს! მისი დაკავება რომ ნდომებოდათ, ის დიდი ხნის წინ დაკავებული იქნებოდა! ესპანეთში ადამიანის დაკავებას წინ არაფერი უდგას“,- ნათქვმია საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"-ს მიერ გავრცელებულ ჩერნოვიცკის განცხადებაში.

ამავე დროს კიევის ყოფილი მერის ოჯახი ბარსელონას პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩემი შვილის სახელის შებღალვის გამო ბარსელონას პოლიციას სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ! ხოლო მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს ცილისწამების გამო გადაუხდის, ჩემი შვილი საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯავს!“- ნათქვამია განცხადებაში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ჩერნოვეცკის პარტიას უერთდება

როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, საუბარია 10 მილიონ ევროზე. გამოძიების ვერსიით, ეს ფული უკანონო გზით მოიპოვეს, შემდეგ კი უძრავ ქონებაში დააბანდეს. ფულის გათეთრება იაპონური რესტორნის მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელიც ბარსელონაში 2014 წლის ბოლოს გაიხსნა.

დაკავებულთა შორის უკრაინისა და რუსეთის მკვიდრები არიან, ასევე რესტორნის მეპატრონე, სომეხი ბიზნესმენი არმან მაილიანი, იუწყება El Mundo.

სტეფანე ჩერნოვიცკი კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი 2008-2009 წლებში იყო, „ლეონიდ ცერნივიცკის ბლოკის“ ფრაქციის წევრი, როდესაც მამამისი კიევის მერი იყო. 

ლეონიდ ჩერნოვიცკი კიევის მერი 2006-2012 წლებში იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს და ქობულეთში დიდ ვილას ფლობს. საქართველოში ის ქველმოქმედებითა და ბიზნესით არის დაკავებული. 

2015 წლის დეკემბერში  უკრაინის დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ ქმნის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, თუმცა 2016 წლის მაისში პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0