საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ჩერნოვეცკის პარტიას უერთდება

© photo: Sputnik / Сергей Старостенко / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობლეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. საქართველოში ის საქველმოქმედო და ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ასევე მან პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველო“ დააარსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიცე–სპიკერი მურმან დუმბაძე კიევის ყოფილი მერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ უერთდება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ჩერნოვეცკი კიევის ქალაქის ადმინისტრაციას 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და დიდი ვილის მფლობელია ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში. საქართველოში ის საქველმოქმედო და ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ცატა ხნის წინ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსებისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ განაცხადა. ცნობილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩერნოვეცკი პენსიის გასამმაგებას აპირებს და რომ პარტია ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი იქნება. ჩერნოვეცკიმ თავისი ბიზნესის მართვა უკვე გადააბარა თავის ვაჟს, რათა თავი „მთლიანად ქველმოქმედებასა და პოლიტიკურ საქმიანობას მიუძღვნას“. 

Леонид Черновецкий - Sputnik საქართველო
არასამთავრობო: კიევის ექს-მერმა მოსახლეობას უნდა აუხსნას რატომ მოდის პოლიტიკაში.

„განსხვავებით სხვა მდიდარი ადამიანებისგან, ლეონიდ ჩერნოვეცკი დიდი ხანია პოლიტიკაშია და მასთან საუბარი არ გამჭირვებია. ოთხჯერ იყო დეპუტატი, ორჯერ კი – კიევის არჩეული მერი. კარგად იცის 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს საპარლამენტო საქმიანობა, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია“, — განუცხადა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს.

ჩერნოვეცკის აქვს თავისი ხედვები, განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. მის საუბარში უმეტესად ისმის სიტყვა "ღარიბი". ლეონიდ ჩერნოვეცკის გაგებით, საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ყველანაირი ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ უახლოეს ხანებში ქვეყანაში ღარიბები აღარ იყვნენ. ის ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება დღევანდელი ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი, აღნიშნა დუმბაძემ.

ჩერნოვეცკის პარტიას შეიძლება ასევე შეუერთდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე. „ჩერნოვეცკიმ იცის ყველა დეტალი ჩვენი ბიოგრაფიიდან, დაწყებული ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ აქცენტი არის გაკეთებული ჩვენზე“, – განაცხადა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 


ყველა ახალი ამბავი
0