არასამთავრობო: კიევის ექს-მერმა მოსახლეობას უნდა აუხსნას რატომ მოდის პოლიტიკაში.

© photo: Sputnik / Сергей Старостенко / გადასვლა მედიაბანკშიЛеонид Черновецкий
Леонид Черновецкий - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერი ლეონიდ ჩერნოვეცკი თბილისში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია. საქართველოში იგი დაკავებულია ქველმოქმედებითა და ბიზნესით. მან ასევე შექმნა პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსათვის“ და ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. კიევის ყოფილმა მერმა მილიონერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელმაც პოლიტიკური პარტია “ბედნიერი საქართველოსათვის“ შექმნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, საზოგადოებას უნდა აუხსნას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი მონაწილეობის მოტივი, განაცხადა არასამთავრობო ორგანოზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარემ ზვიად ყუშიტაშვილმა. 

 ჩერნოვეცკი კიევის ქალაქის ადმინისტრაციას 2006- დან 2012 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს და დიდი ვილის მფლობელია ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში. საქართველოში იგი ბიზნესითა და ქველმოქმედებითაა დაკავებული.  მანამდე მილიონერი კატეგორიულად გამორიცხავდა მისი პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობას.

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოდის

 „ბატონი ჩერნოვეცკი უნდა შეხვდეს საზოგადოებას და მკაფიოდ ახსნას მისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაცია. მან პასუხი უნდა გასცეს ფართე აუდიტორიის კითხვებს…ჩვენ მოვითხოვთ, რომ იგი შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და განმარტოს რა პროექტებით მოდის პარლამენტში. ჩვენ ასევე გვაინტერესებს არის თუ არა იგი საქართველოს მოქალაქე და რა მიზნები აქვს ქართულ პოლიტიკაში“, — განუცხადა ყუშიტაშვილმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 14 დეკემბერს. 

 ცნობილია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კიევის ყოფილი მერი აპირებს გაასამმაგოს პენსია. ასევე ცნობილია, რომ მისი პარტია ევროპულ ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ არ გამოყოფს რუსეთის ინტერესებს. 

 Facebook-ის საკუთარ გვერდზე კიევის ყოფილმა მერმა დაწერა, რომ „განიმსჭვალა საქართველოს პოლიტიკით“ და ბევრ გადაწყვეტას ხედავს მოსახლეობის დონის ასამაღლებლად…“.


ყველა ახალი ამბავი
0