მასმედია: საქართველოს მცხოვრებმა ცოლს ყურები მოაჭრა

© photo : 1ul.ruმამაკაცი დანით
მამაკაცი დანით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მამაკაცმა ცოლს ყურები მოაჭრა და მოკლა მამაკაცი, რომელიც ქალს გამოესარჩლა. შსს-ში მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებაზე უარი განაცხადეს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის მკვიდრმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო ამ ფაქტის შემსწრე მამაკაცი — მოკლა.

ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მამაკაცი მუდმივად სცემდა ცოლს და სახლიდან გასვლას უკრძალავდა. ორი დღის წინ მან სახლში დასალევად ნაცნობი მიიწვია. ამ დროს ცოლ-ქმარმა ჩხუბი დაიწყო. ქმარი ცოლს დანით დაესხა თავს, ხოლო მისმა თანამეინახემ ქალის დაცვა სცადა. ამის გამო ქმარმა სტუმარი სასიკვდილოდ დაჭრა. დაშავებული ცოლი საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს: დააკავეს ადამიანი რომელმაც ოჯახის 4 წევრი მოკლა

მომხდარი საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში დაადასტურეს. განაცხადეს, რომ ბრალდებული 11 ივლისს დააკავეს, თუმცა ინციდენტის შესახებ დეტალებზე საუბრისგან შსს-ში თავი შეიკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ოფიციალური მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და მე-11 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0