შსს: დააკავეს ადამიანი რომელმაც ოჯახის 4 წევრი მოკლა

© photo: Sputnik / Tutov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, 24 წლის ნოდარ ა-მ ახალგაზრდა ქალი და მისი შვილები იმის გამო მოკლა, რომ ისინი ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი სახლის გაძარცვაში.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik.  პოლიციამ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში ოთხი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დააკავეს, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება. 

კვირას, სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ სახლში აღმოჩინეს მოკლული 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი — 18, 16 და 5 წლის. ოჯახის უფროსი რუსეთში იმყოფებოდა სამუშაოდ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
მასმედია: ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის და სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით ისჯება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0