თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.
დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში ბლაგვი საგნით აქვთ სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.