საავტომობილო გზა დარიალის ხეობაში ისევ გაიხსნა

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე
საქართველო-რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოს სამხედრო გზაზე ავტომობილების მოძრაობა სპეციალური რეჟიმით - 5:30 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე საცობი არ არის, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-135-ე კილომეტრზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო.

საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბის აშენებას გეგმავენ

„დარიალის ხეობაში გზაზე საცობი არ არის. ამჟამად მოძრაობა თავისუფალია. მსუბუქი ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან, სატვირთო მანქანებს რიგითობით უშვებენ“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ ნებადართულია 5:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს: აკრძალულია სატვირთო მანქანების ერთდროული მოძრაობა შემხვედრი მიმართულებით, აკრძალულია გაჩერება, უხვი ნალექის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0