სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

© AP Photo / albaraka_news, File"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივნისის ბოლოდან სირიაში პანკისის ხეობის უკვე სამი ყოფილი მცხოვრები დაიღუპა. ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მცხოვრები ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა, სირიაში დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ახლობლებმა დაადასტურეს, რომ ტოხოსაშვილი სირიაში დაიღუპა. ის ორი დღის წინ დაიღუპა“, — განაცხადა ქავთარაშვილმა.

სირია - Sputnik საქართველო
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს გაემგზავრა და ცნობილი საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის (აბუ უმარ აშ-შიშანი) რაზმში იბრძოდა, რომელიც ასევე სოფელ ბირკიანის მკვიდრია.

2015 წელს ტოხოსაშვილი ხეობის ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის დისშვილზე დაქორწინდა. ბორჩაშვილი საქართველოში იხდის სასჯელს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისა და გადაბირებისთვის. მომავალი მეუღლე, 17 წლის გოგონა ტოხოსაშვილს სირიაში პანკისიდან გაუგზავნეს.

მედიასაშუალებები ასევე ამტკიცებენ, რომ ბექხანს ჰყავს უფროსი ძმა — კახა, რომელიც ასევე სირიაში იმყოფება და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის. თუმცა ეს ინფორმაცია ქავთარაშვილმა არ დაადასტურა.

ამ ბოლო პერიოდში ეს საქართველოს მკვიდრის სირიაში დაღუპვის უკვე მესამე შემთხვევაა. ივნისის ბოლოს საომარი მოქმედებების დროს მოკლეს 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი და 39 წლის უმარ მარგოშვილი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, სირიაში საქართველოდან წასული 18 მოქალაქე დაიღუპა. ამ დროისთვის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს 50-მდე მკვიდრი იბრძვის.

ყველა ახალი ამბავი
0