სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

გამოწერა
ადგილობრივების ინფორმაციით, მარგოშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ის საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. 

ახმეტის რაიონი - Sputnik საქართველო
სირიაში პანკისის მკვიდრის დაღუპვას ოჯახი არ ადასტურებს

ადგილობრივების ინფორმაციით, მარგოშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ის საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.
როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელია დაღუპული.

ყველა ახალი ამბავი
0