მართლმადიდებელთა საპარლამენტო გენერალური ასამბლეა 2017 წელს საქართველოში გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსამება
სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველო მართლმადიდებელთა საპარლამენტო გენერალური ასამბლეის სამდივნოს წევრი გახდა. 2017 წელს თბილისში ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიმართება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის მორიგი, 24-ე გენერალური ასამბლეა 2017 წელს თბილისში გაიმართება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

მართლმადიდებელთა საპარლამენტო გენერალური ასამბლეა, რომელიც ეძღვნებოდა თემას „მსოფლიოს ფუნდამენტური ცვლილება — მართლმადიდებლური პასუხი“ და რომელზეც საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს, 4 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში გაიხსნა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ დელეგაციები სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„საქართველო საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს. ეს მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი მმართველი ორგანოა. ამის ზემოთ არის მხოლოდ ორი თანამდებობა: გენერალური მდივნისა და პრეზიდენტის. საქართველოს არჩევა ნიშნავს იმას, რომ მოგვეცემა საშუალება, 22 მართლმადიდებელი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის მართვაში ყოველდღიური მონაწილეობა მივიღოთ“, — განაცხადა ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
საქართველოში რელიგიური ტურიზმის ხელშეწყობისთვის პილიგრიმული კატალოგი გამოიცა

ამ ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, აღნიშნა მან.

მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა 1993 წელს ქალკიდიკიში (საბერძნეთი) დაარსდა. მისი უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციისგან შედგება.

ასამბლეის მონაწილეები მხარს უჭერენ მართლმადიდებლობის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გამაერთიანებელი ძალის როლს, ის ხელს უწყობს კონტაქტებს საპარლამენტო, პოლიტიკურ, საეკლესიო და სამეცნიერო მოღვაწეებს, ან ინსტიტუტებს შორის როგორც მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის განვითარების, ისე მისი წვლილის შეტანის საქმეში თანამედროვე საერთაშორისო დიალოგში ადამიანის უფლებებისა და ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0