საქართველოს პრეზიდენტი ბაბუა გახდა

გამოწერა
დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილს შვილი - გოგონა შეეძინა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტებიც ადამიანები არიან: მარგველაშვილი ქსოვს, თოხნის და შველს უვლის

„ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!“ — დაწერა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს ქალიშვილი ანა, რომელმაც მას დღეს შვილიშვილი აჩუქა, პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

პრეზიდენტს ამჟამად მეორე მეუღლე ჰყავს. მარგველაშვილმა მაკა ჩიჩუასთან ურთიერთობები ოფიციალურად მას შემდეგ გააფორმა, რაც სახელმწიფოს მეთაური გახდა. ჩიჩუა მხატვარი, ვიზაჟისტი და მსახიობია.

2015 წლის თებერვალში მათ ვაჟი — თეიმურაზი შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0