პრეზიდენტებიც ადამიანები არიან: მარგველაშვილი ქსოვს, თოხნის და შველს უვლის

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მოცალეობის ჟამს უყვარს ცხენით ჯირითი, ქსოვა და თავის კარმოდამოში ფუსფუსი.

თბილისი, 3 თებერვალი —Sputnik. საქართველოს 46 წლის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ერთი შეხედვით, მამაკაცისთვის არადამახასიათებელი საქმიანობითაა დაინტერესებული — ჩხირებით ქსოვს. ფეხით თუ ცხენით სეირნობა და ბოსტანში მუშაობა ასევე ფიგურირებს სახელმწიფოს მეთაურის  გატაცებათა ნუსხაში, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაში. 

ჩხირებით ქსოვა ამშვიდებს, — განმარტა ერთხელ მარგველაშვილმა, როდესაც ყვებოდა, როგორ დაანება სიგარეტის მოწევას თავი. ცხენით ჯირითის უნარი კი საქართველოს მეთაურმა 2014 წლის ზამთარში თურქმენეთში ვიზიტისას წარმოაჩინა. მაშინ მარგველაშვილისთვის განთქმული ახალთექური ჯიშის ცხენებით წარმოდგენა გამართეს, რომლის შემდეგაც მარგველაშვილმა მხედრის როლში მოსინჯა თავი.

 

პრეზიდენტს დუშეთში მცირე მეურნეობა აქვს, სადაც შინაური ფრინველები ჰყავს მოშენებული. 

„მაკა არის ვარდებზე, მე უფრო კონცენტრირებული ვარ (იქით ფერდს ნახავთ მერე, იქ არის ბროწეული, 80 ბროწეულია)  უფრო ბროწეულებზე და პრინციპში, ბოსტანზე. ბოსტნეული მე მომყავს… მაგრამ შარშან ციცრებმა კიტრები შეგვიჭამეს“, — თქვა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“. 

საქართველოს პრეზიდენტი ცხოველების დიდი სიყვარულითაც გამოირჩევა. მას ჰყავს კატები, შავი ძაღლი ტორი და… შველი. ის ნაცნობმა იპოვა ტყეში და პრეზიდენტს აჩუქა.

 

„პატარა შველი ტყეში იპოვეს… „სოსკით“ ვაჭმევდით. მაგრამ „რა გაიზარდა, გაივსო“, აღმოჩნდა ძალიან „აგრესიული ცხოველი“, ტორისაც კი ეჩხუბება, ართმევს კატებს საჭმელს… მაგრამ სულ არ არის ველური“, — თბილად განაცხადა პრეზიდენტმა. 

გასულ წელს მარგველაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — თებერვალში მეორედ გახდა მამა. ბიჭს, პრეზიდენტის პაპის პატივსაცემად, თეიმურაზი დაარქვეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე სამსახურშია, არის დღეები, როდესაც მთელი დღე ერთად ვართ, ვსეირნობთ. იმის თქმა, რომ ხშირად უცვლის შვილს პამპერსებს და აჭმევს — არ შემიძლია“, — განუცხადა „რუსთავი 2"-ს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩაჩუამ. 

„არ ვუცვლი პამპერსებს ხშირად, მერე რა?“ — გაეპასუხა მეუღლეს პრეზიდენტი.

 

გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა თბილისში. სოციოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ქვეყნი ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა 2012 წლის ოქტომბერში. თავდაპირველად განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობები ეკავა, 2013 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაქორწინდა. მან და მაკა ჩიჩუამ (მხატვარი, ვიზაჟისტი და მსახიობი) განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე გააფორმეს ურთიერთობა ოფიციალურად. მათ ხ ელი გასული წლის 10 სექტემბერს მოაწერეს. 

მარგველაშვილს ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი — ანა, ხოლო პირველ ქალბატონს — მაშო (პირველი ქორწინებიდან).  


ყველა ახალი ამბავი
0