ქართული სუვენირები — ფესტივალი „არტ–გენი 2016“

გამოწერა

თბილისში ყოველწლიური ეროვნული ფესტივალი „არტ–გენი 2016“-ის ფარგლებში ქართული სუვენირებისა და ხალხური რეწვის ნივთების გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა. იხილეთ გამოფენის ამსახველი ფოტომასალა Sputnik-ისგან.

თბილისში ხალხური შემოქმედების ფესტივალის „არტ-გენი 2016“-ის დასკვნითი ფაზა დაიწყო. მანამდე მისმა მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს. კერძოდ, ფესტივალი ჩატარდა ქობულეთში, ბოლნისსა და სურამში.

ღონისძიება თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართება და 17 ივლისის ჩათვლით გასტანს.

გარდა სხვადასხვა სუვენირებისა და ნაკეთობებისა, ფესტივალის სტუმრები იხილავენ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნების“ წარმომადგენელთა გამოსვლებს და ქართული სამზარეულოს კერძებითაც ისიამოვნებენ.

მსმენელების წინაშე წარდგებიან მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ (16 ივლისი), ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ (17 ივლისი). ასევე იგეგმება ჯგუფების „გამოუვალი მდგომარეობა“, „აუტსაიდერის“, „რეგიონის“, „ფრანისა“ და „ჩვენებურების“ კონცერტები.

ფესტივალი „არტ–გენი 2016“ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება და ერთ–ერთი მრავალრიცხოვანია დასწრების მხრივ. ფესტივალს ყოველწლიურად 30–40 ათასი ადამიანი სტუმრობს.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქვაში ხელით ნაკვეთი სახეები
ქვაში ხელით ნაკვეთი სახეები - Sputnik საქართველო
1/12
ქვაში ხელით ნაკვეთი სახეები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკედლის ხელნაკეთი ფარდაგი
კედლის ხელნაკეთი ფარდაგი - Sputnik საქართველო
2/12
კედლის ხელნაკეთი ფარდაგი
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართულ სიმბოლიკიანი სუვენირები
ქართულ სიმბოლიკიანი სუვენირები - Sputnik საქართველო
3/12
ქართულ სიმბოლიკიანი სუვენირები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხის ხელნაკეთი სათამაშოები
ხის ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
4/12
ხის ხელნაკეთი სათამაშოები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნაბდიანი მწყემსების ფიგურები
ნაბდიანი მწყემსების ფიგურები - Sputnik საქართველო
5/12
ნაბდიანი მწყემსების ფიგურები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ფესტივალზე
ტურისტები ფესტივალზე - Sputnik საქართველო
6/12
ტურისტები ფესტივალზე
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკერამიკის სუვენირები ქართველი ოსტატებისგან
კერამიკის სუვენირები ქართველი ოსტატებისგან - Sputnik საქართველო
7/12
კერამიკის სუვენირები ქართველი ოსტატებისგან
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფესტივალს პატარებიც სტუმრობენ
ფესტივალს პატარებიც სტუმრობენ - Sputnik საქართველო
8/12
ფესტივალს პატარებიც სტუმრობენ
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნაბდის ფაჩუჩები
ნაბდის ფაჩუჩები - Sputnik საქართველო
9/12
ნაბდის ფაჩუჩები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკახური, სვანური და ხევსურული კოშკების ფორმის სამარილეები
კახური, სვანური და ხევსურული კოშკების ფორმის სამარილეები - Sputnik საქართველო
10/12
კახური, სვანური და ხევსურული კოშკების ფორმის სამარილეები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმინანქრის ხელნაკეთი სამკაულები
მინანქრის ხელნაკეთი სამკაულები - Sputnik საქართველო
11/12
მინანქრის ხელნაკეთი სამკაულები
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული თავსაბურავები
ქართული თავსაბურავები - Sputnik საქართველო
12/12
ქართული თავსაბურავები
ყველა ახალი ამბავი
0