დასავლეთ საქართველოში წვიმისგან დანგრეული გზის აღდგენა დაიწყო

© FB/ Департамент автодорог Грузии სულორი-ვანის გზის აღდგენის სამუშაოები
სულორი-ვანის გზის აღდგენის სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე სულორი ნაპირებიდან გადმოვიდა და სულორი-ვანის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაანგრია. სპეციალისტებმა მდინარის კალაპოტში დაბრუნება შეძლეს, ამიტომ გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. დაიწყო სულორი-ვანის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა გადაუღებელი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დააზიანა.

ამ დროისთვის მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნეს, რაც გზის დაზიანებული მონაკვეთის რემონტის დაწყების საშუალებას იძლევა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ხელმძღვანელობს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბის აშენებას გეგმავენ

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანისა და სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ვანი-სულორის გზაზე მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0