წულუკიანი: „ცენტრ–პოინტის“ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არის

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულია სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ თანამშრომლები. კომპანია საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახს ეკუთვნის. მისი მეუღლე, კომპანიის თანამფლობელი, რომელიც ვაჟთან ერთად დაკითხვაზე პროკურატურაში გამოიძახეს, ამ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართული სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება პოლიტიზირებული იყოს, მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საქართველოს პროკურატურამ 10 ივლისს „ცენტრ–პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა. მასმედიაში გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობდა კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის გუკა რჩეულიშვილის აყვანის ოპერაციაც. თუმცა, ის დღემდე თავისუფალია. კომპანია საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახს ეკუთვნის. მისი მეუღლე, კომპანიის თანამფლობელი მაია რჩეულიშვილი ამ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ამ საქმეს არ ვიცნობ. ამის შესახებ მასმედიისგან გავიგე. ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ,“ — განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა კომპანია "ცენტრპოინტის" თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ, რის საფუძველზე მოხდა „ცენტრ–პოინტის“ თანამშრომლების დაკავება და რა ბრალდება აქვთ მათ წაყენებული. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ არ არის. მაია და გუკა რჩეულიშვილები დაკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს.

ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, შესაძლოა, საუბარი იყოს საცხოვრებელ კომპლექს „თეთრ მაგნოლიაზე“ ბათუმში, რომლის მშენებლობა 2007-2008 წლებში დაიწყო. ამ დროისთვის კომპლექსი აშენებულია და მასში ხალხი უკვე ცხოვრობს.

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნით.

„ცენტრ–პოინტი“ სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

„ცენტრ–პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2012 წლიდან მიმდინარეობს და ეს საქმე იხილება სასამართლოში. „ცენტრ–პოინტი ჯგუფი“ 70 კომპანიისგან შედგება, მათ შორისაა 55 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და 15 ამხანაგობა. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფმა“ 6200–მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. 

ყველა ახალი ამბავი
0