სამართალდამცავებმა კომპანია "ცენტრპოინტის" თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობები თბილისში
მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანიის საქმიანობის გამოძიება 2012 წლიდან მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით კომპანიამ 6000-მდე მოქალაქის 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა არამიზნობრივად გახარჯა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა  დღეს ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი, ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. 

სამართალდამცავებიო არ აკონკრეტებენ ამ ეტაპზე თუ რომელი მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამის შესახებ განცხადებას ხვალ გააავრცელებს. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ცნობით სალომე ჩარკვიანის აყვანა ბათუმში მოხდა და ამ დროისთვის ის თბილისში გადმოყავთ. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობდა კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის აყვანის ოპერაციაც. თუმცა  გუკა რჩეულიშვილის დაკავებას მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს. 

სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული - Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული

ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 2012 წლიდან და ეს საქმე იხილება სასამართლოში. „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ 70 კომპანიისგან შედგება, მათ შორის 55 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და 15 ამხანაგობა, რომელიც საქართველოში ცნობილ სამ ადამიანს ეკუთვნის: ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს. გავრცელებული ინფორმაციით სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“,  6, 200–მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0