თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ძეგლი დასახელდა — ასე მიიჩნევს Sputnik-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის „რას თვლით თბილისის სავიზიტო ბარათად?“ მონაწილეთა 29,8%.
ხმათა 23%-ით მეორე ადგილზეა ძველი თბილისი და აბანოთუბანი.
შემდეგ Sputnik-ის მკითხველმა უპირატესობა მიანიჭა ნარიყალას (17,4%), სამების ტაძარს (12,9%), თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირს (7,9%).
შარდენის ქუჩაზე ღამის ბარები თბილისის სავიზიტო ბარათად გამოკითხულთა 3,4%-ს მიაჩნია.
დანარჩენ 5.6%-ს ზემოთ დასახელებული ღირსშესანიშნაობებიდან რომელიმეს შერჩევა გაუჭირდა და ხმა მისცა „სხვას“.