საქართველოდან სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეჩერებულია

© photo: Sputnikბუნებრივი აირის კომპრესორული სადგური
ბუნებრივი აირის კომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა აბოვიანის სადგურის მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვებით იქნება კომპენსირებული.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოდან სომხეთში 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეჩერდება, აღნიშნულია ორშაბათს კომპანია „გაზპრომ–არმენიას“ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„საქართველოს გაზ-სატრანსპორტო კომპანიამ კომპანია „გაზპრომ არმენიას“ ოფიციალურად აუწყა, რომ 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება. ამის მიზეზია საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენ „ყაზახი-საგურამოზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გაზგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება დაამტკიცა

ინფორმაციის თანახმად, ბუნებრივი აირით სომხეთის მოქალაქეების უწყვეტი მომარაგება აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვებით მოხდება.

კომპანია „გაზპრომ–არმენიას“ რუსეთიდან საქართველოს გავლით მიწოდებული ბუნებრივი აირის სომხეთის შიდა ბაზარზე განაწილების მონოპოლური უფლება აქვს.

აბოვიანის საცავი სომხეთის გაზ-სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საცავს მოსახლეობის გაზმომარაგება, წელიწადის დროის მიხედვით, თვე-თვენახევრის განმავლობაში შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0