თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბატუტზე მხტომელმა საქართველოდან ლუბა გოლოვინამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიო თასის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში დასრულდა, ნათქვამია ტურნირის ოფიციალურ საიტზე.
გოლოვინას შედეგმა 53.820 ქულა შეადგინა და ქართველ ბატუტზე მხტომელს ვერცხლის მედლამდე მხოლოდ15 მეასედი დააკლდა, რომელიც ბელორუსელ ანა გორჩენოკს ერგო. შეჯიბრის გამარჯვებული ასევე ბელორუსიის წარმომადგენელი ტატიანა პეტრენია გახდა.
გოლოვინა 11 ივლისს თბილისში ბრუნდება, მეორე დღეს კი დუშეთში მიემგზავრება, სადაც რიოს ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება ჩატარდება.
რიოს ოლიმპიადა გოლოვინასთვის მისი კარიერის მანძილზე მესამე იქნება. 2008 წლის პეკინის თამაშებზე ის ფინალში გავიდა და მეექვსე ადგილი დაიკავა. ოთხი წლის შემდეგ 2012 წელს ლონდონში გოლოვინა მერვე იყო.