თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. პროსტიტუციის კერების არსებობა გააპროტესტეს გოგოლს ქუჩაძე გამართულ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, – იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2
არასამთავრობო ოირგანიზაცია „საზოგადოებრივი სამართლიანობის“ წევრის დავით შათირიშვილის განცხადებით, ის რაც ამ ქუჩაზე ხდება მოსახლეობას აწუხებს, სამართალდამცავების მხრიდან კი რეაგირება საერთოდ არ ხდება.
„მოვუწოდებ ამ მთავრობას და პოლიციას რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება“ – განაცხადა დავით შათირიშვილმა.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით „აქ ჩვენი შვილები იზრდებიან“. მათ აქციაზე რკინიგზის მიმდიბარე ტერიტორიაზე, არსებულ დაწესებულბებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტები დაგმეს, ამ დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერები გააკეთეს და გზის გადაკეტვაც კი სცადეს, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაკავებულია აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი.
აქციას მოგვიანებით თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ. ადგილზე დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდა, რომელმაც არსებული პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის ცენტრში დაუშვებელია.
„შეუძლებებლია თბილისის ცენტრში აი აქ მიდიოდეს აღვირახსნილი მოქმედებები და ამავდროულად ცხოვრობდნენ მოქალაქეები“ –აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.