გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება

© photo by press-service of the Administration of the Presidentგიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე
გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს პოზიცია შეუქცევადია და არ გადაიხედება — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO —ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი.

„უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

НАТО - Sputnik საქართველო
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში გაძლიერდება

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO  ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO — საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული  NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.

“საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით.

მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება", —განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მთავარი გზავნილი არის ის, რაც  ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო  NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება», — თქვა პრეზიდენტმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0