სირიაში ტერორისტებთან ბრძოლისას რუსული ვერტმფრენის ეკიპაჟი დაიღუპა

© пресс-служба Института наследияპალმირა
პალმირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა პალმირას რაიონში რუსული ვერტმფრენი Ми -25 ჩამოაგდეს, დაიღუპა ორი სამხედრო მფრინავი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების შეტევის შეჩერების მცდელობისას სირიის პალმირას რაიონში რუსული ვერტმფრენის ეკიპაჟი დაიღუპა. ეს ინფორმაცია შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, 8 ივლისს რუსეთის ფედერაციაში აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა დიდმა რაზმმა იერიში მიიტანა პალმირას აღმოსავლეთით სირიის ჯარებზე. ამ დროს რუსი სამხედრო მფრინავ-ინსრტუქტორები რიაფაგატ ხაბიბულინი და ევგენი დოლფინი სირიული ვერტმფრენით Ми-25-ით ფრენას ახორციელებდნენ.

ნიკოლაი სუხოვი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიაშიც ამოქმედდა
 

„ფრენისას ეკიპაჟმა მიიღო სირიის დაჯგუფების ხელმძღვანელობისაგან თხოვნა შეტევაზე გადმოსული ბოევიკებისათვის ცეცხლის გახსნაზე. რუსული ეკიპაჟის გააზრებული ქმედებების შედეგად, ბოევიკთა შეტევის შეჩერება მოხერხდა. საბრძოლო ტყვია-წამლის გახარჯვის შემდეგ, უკან დაბრუნებისას ვერტმფრენს ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს ტერორისტებმა. ვერტმფრენი სირიის ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

რუსი სამხედრო მფრინავები სარდლობამ მაღალ სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა, — აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.  


ყველა ახალი ამბავი
0