ექსპერტი: „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიაშიც ამოქმედდა

© Архив Николая Суховаნიკოლაი სუხოვი
ნიკოლაი სუხოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპა ახლა უუნაროა, გადაჭრას სირიის კონფლიქტი, მიაჩნია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელ ნიკოლაი სუხოვს. Sputnik–ი ნიკოლაი სუხოვს სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლსა და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა.

- დასავლეთი უკვე აღარ იმეორებს მანტრასავით, რომ ასადი უნდა გადადგეს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აშშ და ევროპა ბაშარ ასადის პრეზიდენტობას შეეგუა?

— მსგავსი  განცხადებები მართლაც უფრო იშვიათად ისმის, მაგრამ „მანტრა“ არსად გამქრალა. დასავლეთმა მხოლოდ შეასუსტა დაწოლა. ამ დღეებში ქუვეითის ელჩმა ღიად მიანიშნა, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირებას ბაშარ ასადის პიროვნება უშლის ხელს. რეგიონული პოლიტიკური ჯგუფები ასადის ხელისუფლებისგან ჩამოშორების გარდა, სხვა გზას ვერ ხედავენ. ეს უფრო პრინციპის ამბავია.

რუსეთის ჯიუტად მიჰყვება საკუთარ ხაზს: გამუდმებით ვიმეორებთ, რომ ვიცავთ არა ასადს, არამედ ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ბაშარ ასადი: ევროპამ სირია ტერორიზმის კერად აქცია

ვფიქრობ, რომ დასავლეთი და აშშ საკუთარი პოლიტიკის მძევლებად იქცნენ და ახლა სახის დაკარგვისა ეშინიათ: ამდენი წელი ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ და ახლა საკუთარი სიტყვიდან გადასვლა ეუხერხულებათ. ასადზე „მიწოლა“ პრინციპის საქმედ იქცა. მაგალითად, მიგრანტების ნაკადის ზრდაში, რაც ევროპას ხერხემალში დრეკს, ჩინოვნიკები ასადს ადანაშაულებენ. ეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირებში სრულ გაურკვევლობაზეც მეტყველებს და იმის არცოდნაზეც, რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

- და რა ბერკეტებია ეს?

— პირველ რიგში, თურქებისთვის უნდა შეგვეტია, რომლებიც არიან კიდეც დამნაშავენი ამ ტალღაში. ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ადამიანები დაიღალნენ საომარი მოქმედებებისგან და ყველანაირი იმედი დაკარგეს. ლიბანსა და იორდანიაში ლტოლვილთა ბანაკები გადავსებული იყო. ხალხი ყველაფერს ითმენდა და ელოდებოდა,  ბოლოს და ბოლოს, როდის დამშვიდდებოდა სიტუაცია, რომ შინ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ არანაირი პოზიტიური ცვლილება არ მომხდარა.

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო საიმედო დარაბა ევროპისთვის. მიგრანტებს იქიდან არავინ უშვებდა. გაქცეულებს აკავებდნენ და უკან, თურქეთში აბრუნებდნენ. მაგრამ მერე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა მიგრანტებს აღარ შეაჩერებდა და კონტრაბანდისტებიც გამოცოცხლდნენ, რომლებმაც მიგრანტების ევროპაში გადაყვანით დააგროვეს ქონება.

თურქეთმა ერთდროულად სამი კურდღელი მოკლა: ორთქლი გამოუშვა, ფული მიიღო და ევროპას პრობლემა შეუქმნა. ევროპა ასადს ადანაშაულებდა მიგრანტების ნაკადის გაზრდაში. არავის აღელვებდა ის ფაქტი, რომ სირიელების გარდა, ლიბიელები და პაკისტანელებიც ერთბაშად მიაწყდნენ ევროპას.

პოლიციელი - Sputnik საქართველო
სპეცსამსახურებმა საქართველოს 40 მოქალაქეს ტერორისტებთან გამგზავრებაში შეუშალეს ხელი

დასავლეთმა ლიბიის ნგრევით ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა. სწორედ ეს ქვეყანა იდგა დაბრკოლებად არარეგულირებადი და არალეგალური მიგრაციის გზაზე. ლიბია ისრუტავდა მიგრანტების ტალღას, აძლევდა ლტოლვილებს სამუშაოს და ძალისმიერი ხერხებითაც კი აკავებდა მათ ნაკადს. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მაინც ახერხებდნენ ევროპაში გაქცევას, სასაცილო ნაკადულად მოჩანს იმ უზარმაზარი მდინარის ფონზე, რომელიც ევროპას მას შემდეგ მიასკდა, რაც ლიბიის ადგილას რამდენიმე ათასი კილომეტრი სიგრძის ნაპრალი გაჩნდა. იქ ახლა სრული ქაოსი სუფევს. 

მაროკო, ალჟირი, ტუნისი და ლიბია არაბულ გაზაფხულამდე მშვენიერი დამცავი ტიხრები იყო ევროპისთვის, რომლებიც ისევ ევროპული ფულის მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ევროპის შედარებით უსაფრთხოებას. ტრიპოლიმ მიგრანტების მოძრაობა დინებაზე მიუშვა. რა ქნას ევროპამ? მთელი მსოფლიოს თვალწინ ხომ არ ჩაახრჩობს მიგრანტებს?

- შეძლებს კი ევროპა ამ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს?

— ევროპა ახლა უუნაროა, გადაჭრას სირიის კონფლიქტი. მე კარგად ვიცნობ სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იქ საერთოდ არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სრულად მორღვეულია სავაჭრო კავშირები, მხოლოდ კონტრაბანდა ყვავის. უბრალო ადამიანები ჯანმრთელობას ინადგურებენ, იმიტომ რომ კუსტარულად ამუშავებენ ნავთობს. სამედიცინო დახმარებისთვის ბავშვები  ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაჰყავთ. რაკასა და დამასკს შორის სარეისო ავტობუსები მოძრაობს. გაგეცინებათ, მაგრამ ასეა.

ევროპას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, იმიტომ რომ დაჯგუფებების სპონსორები  რეგიონული მოთამაშეები, თურქეთი–კატარი–საუდის არაბეთის სამკუთხედი არიან, რომლებსაც მიუფურთხებიათ ევროპისთვის. მხოლოდ ერთ რამეში არიან სოლიდარულები: ასადი უნდა წავიდეს.

- დავუშვათ, თავისი გაიტანეს და ასადი პრეზიდენტობიდან გადადგა, თქვენი აზრით, როგორ გადანაწილდება ხელისუფლება დაინტერესებულ მოთამაშეებს შორის?

— სირიის ოპოზიცია დღეს დანაწევრებულია და ერთმანეთთან ვერ მოულაპარაკიათ. და ეს იმიტომ, რომ ეს ხალხი სამშობლოს ბედზე კი არ ფიქრობს, არამედ კერძო ინტერესებზე. არაბებში დღემდეა შემორჩენილი ტომობრივი, კლანური აზროვნება. არაბული „ბაზარი“ კვლავაც გაგრძელდება.

ტერორიზმი როგორც კავკასიის საფრთხე - ექსპერტების მოსაზრებები მოსკოვიდან და თბილისიდან - Sputnik საქართველო
ტერორიზმი როგორც კავკასიის საფრთხე - ექსპერტების მოსაზრებები მოსკოვიდან და თბილისიდან

მოლაპარაკებების პარალელურად ასადი და მისი მოკავშირეები ტერიტორიის გაწმენდასა და იქ აპრილში არჩევნების ჩატარებას ცდილობენ. აშკარაა, რომ დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

პირადად მე მგონია, რომ ასადი უახლოეს წლებში ხელისუფლებას შეინარჩუნებს. სხვაც მრომ მოვიდეს მის ადგილას, არმია და სპეცსამსახურები წინააღმდეგობას გაუწევენ, რასაც კონფლიქტის მორიგი ტალღა მოჰყვება. ამასობაში რუსეთის სამხედრო ყოფნა სირიაში იმის გარანტია, რომ ასადის რეჟიმი და ოპოზიცია ერთმანეთს ყელს არ გამოღადრავენ.

რატომღაც მიღებულია, რომ სირიის კონფლიქტი რუსეთისა და აშშ–ის ინტერესების ჭრილში განვიხილოთ და სავსებით გვავიწყდება ისრაელი, ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ბოლოს და ბოლოს, „ისლამური სახელმწიფო“. მათი ინტერესები რეგიონში არსად წავა.

„ისლამურ სახელმწიფოს“ ესმის, რომ სირიაში მას ადრე თუ გვიან გაანადგურებენ. ამიტომ ლიბიაში უკვე გამზადებული აქვთ ბაზა, სადაც ბოევიკები თურქეთის გავლით გადაბარგდებიან. „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიაში ახლაღა იწყებს საქმიანობას.

- დიდია „ისლამური სახელმწიფოს“ ცენტრალურ აზიაში გავრცელების საფრთხე?

— „ისისი“ იქ წერტილოვნად უკვე არსებობს. გავრცელებას მართლაც უნდა ვუფრთხილდეთ. ცენტრალურ აზიაში საკმაოდ ძლიერი ხელისუფლება არსებობს, მაგრამ შეაკავებს კი ის ახალგაზრდობის სწრაფვას „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის რომანტიკისგან  — საკითხავი აი ეს არის. რეგიონი მოწყვლადია და „ისლამური სახელმწიფოს“ გავრცელების წინაპირობა იქ ნამდვილად არსებობს.

- როგორი იქნება თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის პოლიტიკა რუსეთ–აშშ–ის ღერძზე? მრავალვექტორულობას დაუჭერენ მხარს თუ რომელიმე ერთ მხარეს აირჩევენ?

— ცენტრალური აზია დღეს ჩინეთისკენ იხრება და არა რუსეთისკენ ან ამერიკისკენ. ეკონომიკურად ეს ქვეყნები ჩინეთის თანამგზავრები არიან. ამაში არის დადებითი მომენტი: ჩინელები თავიანთ მუსლიმებს მკაცრად აკონტროლებენ. მათ საერთოდ არ აღელვებთ რაღაც გადატრიალებები, გეოპოლიტიკა, რელიგიური ომები. ისინი ჩუმად აკეთებენ ბიზნესს“ ინფრასტრუქტურას იძლევიან რესურსების სანაცვლოდ.

ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
მედია: ISIS–ი ლონდონში, ბერლინსა და რომში ახალი ტერაქტებით იმუქრება

- როგორ განვითარდება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მომავალში? დაუბრუნდება კი ეს ორი ქვეყანა ოდესმე ინციდენტამდელ ურთიერთობას?

— დღეს უკვე არის რაღაც ძვრები: ჩელიქის დაპატიმრება თურქი ბიზნესმენების მხრიდან ერდოღანზე უზარმაზარი ზეწოლის შედეგია, რომლებიც დიდიდ დაზარალდნენ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებით.

სრული შერიგება კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი, რომელშიც ერდოღანი არ იქნება.

ვერ ვიტყვით, რომ თურქეთი თვითიზოლაციაში აღმოჩნდა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით. თურქეთსა და ირანს შორის პოზიციების ფარული დაახლოება მიმდინარეობს — ხვდებიან და  მოლაპარაკებებს აწარმოებენ.  ეს ძალიან აშფოთებს მეზობელ ქვეყნებს.

თურქული საზოგადოება ოსმანიზმის იდეას შეეთამაშა — კოლონიალისტებისთვის მიტაცებულის წართმევის იდეას, რომელიც თითქოს მთელ მსოფლიოზე აამაღლებს მათ და რაც თანამედროვე სამყაროში მომაკვდინებელი იდეოლოგიაა.

ყველა ახალი ამბავი
0