თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ბოევიკებმა გაავრცელეს ახალი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლონდონში, ბერლინსა და რომში ახალი ტერაქტების მოწყობის მუქარას შეიცავს, „როიტერზე“დაყრდნობით იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".
სააგენტოს მონაცემებით, სამშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნაჩვენები იყო ლონდონის ვესტმინსტერის სასახლე და რომის კოლიზეუმი.
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პასუხისმგებლობა აიღეს პარიზის 2015 წლის 13 ნოემბრისა და ბრიუსელის 2016 წლის 22 მარტის ტერაქტებზე.
ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს, დილით, ორი აფეთქება გაისმა. მესამე აფეთქება კი ბრიუსელის მეტროს სადგურ „მაელბეკზე“ ვაგონში მოხდა. ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 250-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.