თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის მიერ თურქი კოლეგების დახმარებით გახსნილია თურქეთში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი და დაკავებულია სამი საქართველოს მოქალაქე. ქ.მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა დაპატიმრებული არიან
2016 წლის 28 იანვარს თურქეთში დამამძიმებელ გარემოებებში სამი ადამიანის მკვლელობისთვის, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხდაებაში.
დანაშაული თურქეთის ქ.დუზჯეში ერთერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკლულები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ — ემმა შარიფოვა და სახიბ გასანოვი, ასევე თურქეთის მოქალაქე ელნაზ შარიფოვა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მუშაობდნენ თურქეთში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა ქ.მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა. მოგვიანებით, 26 იანვარს, თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან. მისგანვე ანტესოვისთვის გახდა ცნობილი მომავალ მსხვერპლთა საცხოვრებელი ადგილი.
თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ელნურ ანტესოვი, ქ.სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს. იქიდან ისინი ერთად გაემგზავრნენ დუზჯეში.
სამივე ერთად მივიდნენ შარიპოვებისა და გასანოვის სახლში, მოკლეს სახლშიმცხოვრები სამივე პირი, დაეუფლნენ ფულს, რომელსაც მოკლულები სახლში ინახავდნენ, პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, განაცხადეს პროკურატურაში.
2016 წლის 29 იანვარს, მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იმავე დღეს თურქულმა პოლოცოამ მოკლულების გვამები აღმოაჩინა.
გამოძება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, ანგარებით ან შეკვეთით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.