პრემიერი სტიქიით დაზარალებულ იმერეთში ჩავიდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი ძლიერი წვიმისგან დაზარალებულ იმერეთში ჩავიდა.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში კოკისპირული წვიმისა და სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა სახურავები, ქალაქის ქუჩები, გზები, ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები. დაიღუპნენ შინაური ცხოველები. განსაკუთრებით დაზარალდა იმერეთი, აჭარის მაღალმთიანეთი და ქალაქი ბათუმი.

წყალდიდობა აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარაში კოკისპირული წვიმის შედეგებს ებრძვიან

მთავრობის მეთაური ვანის რაიონში ჩავიდა, სადაც წვიმის შედეგად რაიონის ტერიტორიის დაახლოებით 80% დაიტბორა. პრემიერმა სოფელ სულორში ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ხურციძისგან მიიღო. 

კვირიკაშვილმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. 

პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული, დროებითი გზის უმოკლეს ვადაში მოწყობას დაჰპირდა.

"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. დღეს, შედარებით, სიტუაცია სტაბილურია", — განაცხადა პრემიერმა, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ჩასვლა და აღდგენითი სამუშაოების ადგილზე კოორდინაცია დაავალა.


ყველა ახალი ამბავი
0