თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მდინარე აბაშისწყლიდან მყვინთავის ცხედარი ამოიყვანეს. ის დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოების დროს დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ შსს–ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
17 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა პარასკევს საღამოს იპოვეს, ხოლო მყვინთავის –შაბათს. მანამდე მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ მოზარდი 16 წლის იყო.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ 17 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა და დინებამ წაიღო. ჩვენი მაშველები ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. მათ ბათუმელი და თბლისელი მყვინთავების ჯგუფები შეუერთდნენ. პარალელურად, ჩვენგან დამოუკიდებლად, ოჯახის გადაწყვეტილებით, ძებნაში კერძო მყვინთავი ჩაერთო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახმა გვაცნობა, რომ ეს მყვინთავი დაიკარგა“, – განაცხადა პრეს–სამსახური თანამშრომელმა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ–ის 115–ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).