თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი მარტვილის რაიონში მდინარე აბაშის ნაპირზე იპოვეს. გუშინ საღამოს ის ხიდიდან საბანაოდ გადახტა, მაგრამ დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მაშველები ადგილზე კვლავ მუშაობენ. ისინი თავისი კოლეგის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ, რომელიც ამ დილით სამძებრო ოპერაციის დროს დაიკარგა.