თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალურმა უწყებამ აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 299 პირის შესახებ მონაცემები გადასცა, საპასუხოდ, FBI–მ თავისი სია წარადგინა, იუწყება გაზეთი Rheinische Post.
გამოცემის მონაცემებით, FBI–მ გერმანიის ფედერალური უწყებისგან მიიღო ინფორმაცია გერმანიის 159 მოქალაქისა და 140 უცხოელის სახელების, დაბადების თარიღების, საზღვარგარეთის პასპორტებისა და მოქალაქეობის თაობაზე. ისინი ირიცხებიან იმ ადამიანების სიაში, რომლებიც „წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს, ან მასთან დაკავშირებული პირები“ არიან.
ამ ადამიანების რიცხვში არ არიან ისინი, ვის მიმართაც უკვე აღძრულია საქმე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიის ან მასთან კავშირის გამო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გრადაცია კატეგორიებად, როგორც ჩანს, პრევენციული მიზნით და ასევე, პოლიციისთვის სამუშაოს გაიოლებისთვის არის საჭირო.
მთავრობაში განაცხადეს, რომ მონაცემები პერიოდულად განახლდება. FBI–მ, თავის მხრივ, გერმანიას სავარაუდო ტერორისტების თავისი სია წარუდგინა, თუმცა, სიაში შესული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.