აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა განიხილეს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაძლიერებას დაზვერვაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და ერთობლივ მუშაობას, რაც მიზნად ისახავს ევროპის შესაძლებლობების გამტკიცებას ტერორიზმთან ბრძოლაში.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ლიზა მონაკომ ლონდონში შეხვედრებზე დასავლეთის ქვეყნებში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლმური სხელმწიფოს“ ბოევიკებთან დაპირისპირების საკითხები განიხილა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

მან რიგი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ტერეზა მეისა და სხვა ბრიტანელ კოლეგებთან. შეხვედრებზე უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმთან ბრძოლის ფართო სპექტრზე იმსჯელეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. 

ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
მედია: ISIS–ი ლონდონში, ბერლინსა და რომში ახალი ტერაქტებით იმუქრება

მისი თქმით, დისკუსიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც დასავლეთის ქვეყნებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შემუშავებული თავდასხმების აღკვეთაზეა მიმართული. 

„მონაკომ განიხილა რიგი გზები, რომელთა საშუალებით ჩვენი ქვეყნების თავდასაცავად „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა საფრთეებისგან, მთავრობის დონეზე ჩვენი ნაბიჯების გაფართოებაა შესაძლებელი“, — განაცხადა პრაისმა.

საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე დაზვერვაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და ერთობლივ მუშაობაზე, რაც მიზნად ისახავს ევროპის შესაძლებლობების გამტკიცებას ტერორიზმთან ბრძოლაში, ასევე კერძო სექტორთან პარტნიორობის გაფართოებაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დამანგრეველ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად.

ყველა ახალი ამბავი
0