გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს თავად დაათვალიერებს

გამოწერა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში კოკისპირული წვიმისა და სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა სახურავები, ქალაქის ქუჩები, გზები, ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმერეთსა და სამეგრელო–ზემო–სვანეთოს რეგიონებს ეწვევა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ჩასვლა და აღდგენითი სამუშაოების ადგილზე კოორდინაცია დაავალა.

წყალდიდობა - Sputnik საქართველო
კოკისპირულმა წვიმამ ბათუმის ცენტრალური ქუჩები დატბორა

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში კოკისპირული წვიმისა და სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა სახურავები, ქალაქის ქუჩები, გზები, ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები. დაიღუპნენ შინაური ცხოველები. ვანში რაიონის ტერიტორიის დაახლოებით 80% დაიტბორა.

სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena" გადმოცემის საზეიმო ცერემონია. 200 მლნ ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს გადასცემს. დღეს გადმოცემის ხელმოწერის ცერემონია უნდა გამართულიოყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0