თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანიის“ (ФСК ЕЭС) მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი საქართველოში ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსა და „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
„საქრუსენერგო“ ФСК ЕЭС-ისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივი კომპანიაა. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო პროექტებში „საქრუსენერგოს“ მონაწილეობის საშუალებები სომხეთთან და ირანთან ერთად, სადაც გათვალისწინებული იქნება ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტები და საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების გენერალური სქემა.
პრინციპულ პირობებად დასახელდა პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობა, სახსრების დაბრუნება და კომპანიის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება, განაცხადეს ФСК ЕЭС-ის პრეს-სამსახურში.
შეხვედრისას ასევე განიხილეს „საქრუსენერგოს“ განვითარების სტრატეგიის რეალიზაციის საკითხები, მათ შორის წესდებაში, სადივიდენდო პოლიტიკასა და მენეჯმენტის ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლებში ცვლილებების შეტანა.
„საქრუსენერგო“ რუსულ-ქართული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 1996 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უწყვეტი საიმედო გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.
საწესდებო კაპიტალის 50-50% საქართველოს საწარმოების მართვის სააგენტოსა და ФСК ЕЭС-ს ეკუთვნის.