ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო კონსორციუმი გადაზიდავს

გამოწერა
მინისტრის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ბათუმის საზღვაო პორტის შესავსებად, რაც შეიძლება მეტი ტვირთები მოიზიდოს ყაზახეთიდან.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო უწყებები შეთანხმდნენ, შექმნან კონსორციუმი, რომელიც ჩინეთის პორტებიდან ბათუმში, იქიდან კი თურქეთსა და ევროპაში ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს, — განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა.

ტრანსკასპიური საერტაშორისო მაგისტრალის შესახებ იმსჯელეს თბილისში საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ეს ძალიან ხელსაყრელი სატრანზიტო მარშრუტია ყველასთვის და ჩვენს ყველანი ძალიან სერიოზულად ვართ დაინტერესებულები ამ კონსორციუმის შექმნით“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბაკიტჟან საგინტაევმა შეხვედრის შემდეგ.

ღარიბაშვილის მთავრობა - Sputnik საქართველო
პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა

ყაზახეთი არ აპირებს უარი თქვას ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში საკუთარ აქტივებზე, ვინაიდან ის დაკავშირებულია ტრანსკასპიურ სატრანზიტო მარშრუტთან,  — აღნიშნა ყაზახური დელეგაციის ხელმძღვანელმა.

„ყაზახი ინვესტორები დაინტერესებულები არიან, რომ მათი აქტივები ნებისმიერი რისკისგან დაცული იყოს“, — ხაზი გაუსვა საგინტაევმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ყაზახური მხარე გარანტიას იძლევა, რომ არ წავა ბათუმის პორტიდან და ნავთობტერმინალიდან, სადაც ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენ ისე დავაყენეთ საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა აუცილებლად გაიაროს ამ დერეფანში და რომ რაც შეიძლება მეტი ტვირთები იქნას მოზიდული ყაზახეთიდან“, — უთხრა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

ტრანსკასპიური საერთაშორისო მაგისტრალი მოიცავს: ჩინეთს ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, საიდანაც გზა ევროპაში მიდის.

ყველა ახალი ამბავი
0