ჯგუფი A-Studio ბათუმში იმღერებს

© photo: Sputnik / Denis AslanovA-Studio
A-Studio - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის ქალაქ ბათუმში რუსული ჯგუფი A-Studio 13 ივლისს კონცერტს ჩატარებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ცნობილი რუსული ჯგუფი A-Studio საქართველოში წელს მეორედ გამოვა — ამჟამად პოპულარული მუსიკოსების კონცერტი ბათუმში ჩატარდება.

A-Studio-ს დაგეგმილი აქვს სოლო-კონცერტი ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე. მაისში რუსულმა ჯგუფმა კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გამართა.

რუსული ჯგუფის გამოსვლა კულტურულ-გასართობი პროექტის Heat Batumi 2016-ის ერთ-ერთი ფრაგმენტია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების, ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა ფოტოგამოფენები, თეატრალური და ქუჩის წარმოდგენები.

წელს Heat Batumi 2016 საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.

ყაზახურ-რუსული მუსიკალური პოპ-ჯგუფი A’Studio 1982 წელს ალმატში ყაზახმა მუსიკოსმა, ცნობილი საოპერო მომღერლის ერმეკ სერკებაევის შვილმა ბაიგალი სერკებაევმა შექმნა. 1987 წლამდე ჯგუფი აკომპანირებას უწევდა როზა რიმბაევას.

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
ქეთა თოფურია პროექტ „საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი მწვრთნელი გახდება

2000 წლამდე ჯგუფის ვოკალისტი და სახე ბატირხან შუკენოვი იყო. მის შემდეგ — პოლინა გრიფისი, რომელიც 2004 წლიდან ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ შეცვალა.

ჯგუფი რომანტიკულ-საცეკვაო პოპ-როკს ასრულებს. A’Studio-ს ბოლო ჰიტებია Улетаю, S.O.S., Fashion Girl, Так же, как все და სხვა. A’Studio მრავალი მუსიკალური ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია.

ყველა ახალი ამბავი
0