ქართველი მუსიკოსები გოდერძი ჩოხელის შვილს დაეხმარებიან

გამოწერა
გოდერძი ჩოხელის ვაჟი ავტოავარიაში მოხვდა, რის შედეგად საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდა. ახალგაზრდას ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად თბილისში შაბათს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

2016 წლის იანვარში გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟი ნიკა ავტოავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც საწოლს მიეჯაჭვა.

ახალგაზრდის გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, საჭირო თანხა კი ჩოხელის ოჯახსა და ახლობლებს არ გააჩნიათ.

საქველმოქმედო საღამო სახელწოდებით „საღამო ნიკა ჩოხელთან ერთად“ თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.

სცენაზე გამოვლენ ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები თამარ ჭოხონელიძე, თემურ წიკლაური, ანრი ჯოხაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში საქველმოქმედო ყუთები დაიდგმება

კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ანსამბლები „ორერა“, „გორდელა“, „ქართული ხმები“.

გოდერძი ჩოხელი გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი და სცენარისტი იყო. ის ავტორია ისეთი მოთხრობებისა და რომანებისა, როგორებიცაა „ბაკურხეველი ხევსური“, „წერილი ნაძვებს“, „ადამიანთა სევდა“, „მგელი“ და სხვა. მის კინოფილმებს შორისაა — „ადამიანთა სევდა“, „ლუკას სახარება“, „ადგილის დედა“, „ცოდვის შვილები“ და სხვა.

გოდერძი ჩოხელს მიღებული აქვს ჯილდოები და პრიზები: საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის "ცოდვის შვილები" – 1991 წ.; გრან–პრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.; „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.; იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.; პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 წ.; გრან–პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის “სამოთხის გვრიტები" – 1997 წ.; პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისთვის "ლუკას სახარება" – 1998 წ.

ყველა ახალი ამბავი
0